რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ქეთი ფარესაშვილი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „ვეწვიოთ კარნავალს“ პრემიერა შედგა.
ქეთი, ვისაუბროთ შენს ახალ სიმღერაზე „ვეწვიოთ კარნავალს“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
ეს არის ძალიან ცნობილი ბრაზილიური სიმღერა, ყოველი მეორე ბრაზილიელი მღერის, როგორც „ასე დაიწყო სამბას“ ორიგინალი ვერსია არის ბრაზილიური ჰიმნისავით, ასეა ესეც. თვითონ ბრაზილიელებმა მკითხეს, არ თარგმნი ამ სიმღერასო და მივხვდი, რომ ეს სიმღერა ქართველებისთვისაც უნდა შემეყვარებინა.
ბრაზილიაში რომ ჩავდივარ ხოლმე, სულ მამღერებენ ქართულად, ძალიან მოსწონთ, უხარიათ, ბედნიერები და მადლობლები არიან, რომ ვავრცელებთ ბრაზილიურ სიმღერებს.
სიმღერის ტექსტი ბრაზილიურიდან ვთარგმნეთ. არანჟირება ბრაზილიელების არის. ნამუშევარი მარიკა ქაცარავას სტუდიაში ჩაიწერა.
ეს არის ნამდვილად ბრაზილიური სამბა. ბრაზილიური სამბა არის ჟანრი, სადაც შერეულია როკი და ჯაზი.
ქეთი ფარესაშვილი – ვეწვიოთ კარნავალს
გადაცემის აუდიოჩანაწერი