LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ჩემი ბოლო თამაში იყო. გვაპატიეთ: დიდი ჯიჯი ბუფონი ტირის (ვიდეო)

32

იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე არ იქნება. ასეთი რა ბოლოს 1958 წელს მოხდა, როდესაც „სკუადრა აძურამ“ 1958 წლის შვედეთის მუნდიალი გამოტოვა (როგორი სიმბოლურია, რომ ახლა იტალია სწორედ შვედეთმა არ გაუშვა მსოფლიო პირველობაზე). ბუნებრივია, რუსეთის მოედნებზე ვერ ითამაშებს ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონი, რომელიც სწორედ რუსული მუნდიალის შემდეგ აპირებდა წასვლას. არ დასცალდა.

 

„ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო ნაკრებში. მაპატიეთ, გვაპატიეთ ყველას“, – თქვა ჯიჯიმ შვედეთთან ვერ მოგებული შეხვედრის შემდეგ, ცრემლები ვერ შეიკავა და პატარა ბავშვივით ბღაოდა.

„მე ვტოვებ იტალიის ნაკრებს და მას ახალგაზრდა ბიჭებს ვუტოვებ – დონარუმასა და პერინის. იტალიურ ფეხბურთს რასაკვირველია აქვს მომავალი. ვეხვევი ბარძალის, ბონუჩის, კიელინის და დე როსის, რომლებთანაც ნაკრებში თითქმის 10 წელი გავატარე. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც ამ დროის განმავლობაში ჩვენთან იყო“.

ბუფონი იტალიის ნაკრებში 1997 წლიდან თამაშობს.
მან ქვეყნის მთავარ გუნდში 175 მატჩი ჩაატარა.

2006 წელს ბუფონმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
გარდა ამისა, მის ანგარიშზეა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლი და 2013 წლის კონფედერაციის თასის ბრინჯაოს მედალი.

 

https://www.youtube.com/watch?v=aYLwUnKm7hc

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები