LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ძველი თბილისური სიმღერაა, განვაახლეთ… ყველა იძახის, რომ გაჰიტდება…“ – მიშა ზაქარიაშვილი და ედუარდ უგულავა სტუმრად „არ დაიდარდოში“

331
მიშა-ზაქარიაშვილი

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „თაკოსთან“ მიშა ზაქარიაშვილი და ედუარდ უგულავა სტუმრობდნენ, გადაცემაში მათი ერთობლივი ნამუშევრის „სირაჩხანა“ პრემიერა შედგა.

დიდი ხანია თანამშრომლობთ, როგორია თქვენი საერთო გეგმები?

ედუარდ უგულავა: წლებია ვმუშაობთ სიმღერებზე. მიშიკო განსაკუთრებული კომპოზიტორია. მიშა ზაქარიაშვილი: ედუარდი უძლიერესი პოეტია, ძალიან ნიჭიერი ადამიანია.

მიშა, რა სიახლეებია შენს კარიერაში, შემოქმედებაში?

მიშა ზაქარიაშვილი: მაქვს რაღაც სიმღერები. ზოგადად, მე წელიწადში 1-2 სიმღერას ვაკეთებ ხოლმე, ეს, ალბათ, მონატრების ამბავიც არის, არ მინდა ხალხი შევაწუხო. ერთ წელიწადში 60 წლის ვხვდები და მინდა, რომ სპექტაკლით შევხვდე.

ვისაუბროთ სიმღერაზე, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

მიშა ზაქარიაშვილი: ამ სიმღერას მამაჩემიც მღეროდა.

ედუარდ უგულავა: ესძველი თბილისური სიმღერაა, განვაახლეთ.

მიშა ზაქარიაშვილი: გადავაკეთეთ და ედუარდმა ისეთი ტექსტი დამიწერა, ყველა იძახის, რომ გაჰიტდება. მაგარი ლექსია. გაიგებს ხალხი, რისი თქმაც მინდა. სიმღერის არანჟირება ხვიჩა ხარაიშვილს ეკუთვნის.

მიშა ზაქარიაშვილი – სირაჩხანა

გადაცემის აუდიოჩანაწერი

მიშა ზაქარიაშვილი – ქუჩა

ედუარდ უგულავა – ლაზარე გამოვედ გარე

მიშა ზაქარიაშვილი & ედუარდ უგულავა. პრემიერა გადაცემაში “რადიო დუეტი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები