პრემიერლიგის ყველაზე ცუდი გასახდელი: როგორ იღებს ”კრისტალ პალასი” მეტოქეებს.
”ლესტერის” ფიზიოთერაპევტმა დეივ რენიმ ტვიტერში ფოტო დადო, რომელიც ”კრისტალ პალასის” სტუმარი გუნდებისთვის განკუთვნილ გასახდელშია გადაღებული და თან მიაწერა:
”ეს არის პრემიერლიგის ყველაზე ცუდი გასახდელი. არცერთი ექიმი არ გირჩევთ თამაშის შემდეგ ამ საშხაპით ისარგებლოთ”.
მოგვიანებით რენიმ ტვიტი წაშალა.
დეივ რენი ”ლესტერში” 16 წელია მუშაობს. მან მანამდე ”უოტფორდის” გასახდელი და ”ევერტონის” საპირფარეშო გააკრიტიკა.