LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს რა უბედურებაა: გულშემატკივრებმა ერთმანეთი დახოცეს

117
2657898-54980270-2560-1440

ჰონდურასში გულშემატკივრებს შორის სასტიკი შეტაკება მოხდა. ერთმანეთი არ დაინდეს „ოლიმპიას“ და „მოტაგუას“ ფანებმა. შედეგი ფატალურია: არის მსხვერპლი.

BBC-ის აქვს ინფორმაცია, რომ ჩხუბის მიზეზი „ოლიმპიას“ ფანები გახდნენ, რომლებმაც მეტოქის ფეხბურთელების ავტობუსს ქვები დაუშინეს და სამი მათგანი დაჭრეს. მატჩი გაუქმდა, ხოლო ქომაგები ღია ჩხუბში ჩაერთვნენ და იარაღიც გამოიყენეს. პოლიციას მოუწია ცრემლსადენი გაზის გამოყენება.

3 ადამიანი დაიღუპა, 10-მა სტადიონი ტრავმით დატოვა, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები