LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს სიმღერა არის როგორც სადღეგრძელო, ის, რაც ჩვენს ხალხს, ჩვენს საქართველოს გვინდა, რომ ვუსურვოთ“ – ბოჯგუების ოჯახი პრემიერით „არ დაიდარდოში“

261
რადიო (1)

რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში ბოჯგუების ოჯახის ახალი სიმღერის „ჰარალე“ პრემიერა შედგა.

ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე „ჰარალე“.

თემური: ეს სიმღერა არის როგორც სადღეგრძელო, ანუ ის, რასაც ჩვენ ვუსურვებთ ერთმანეთს, ლამაზ, ქართულ სუფრასთან. სიმღერაში არის ის, რაც ჩვენს ხალხს, ჩვენს საქართველოს გვინდა, რომ ვუსურვოთ.

სიმღერის იდეა შემთხვევით დაიბადა. მერე, დავურეკე ჩემს მეგობარს, გია ადამიას და გიაც ჩაერთო ამ ამბავში. შემდეგ, დავუკავშირდით პროდიუსერს, კომპოზიტორს, ზაზა ხუბუკელაშვილს და ზაზამ გააკეთა ეს სიმღერა. ძვირფასი ადამიანები შევიკრიბეთ, რაღაც გემრიელი, საყვარელი გავაკეთეთ და ახლა ძვირფას რადიოში ვაპრემიერებთ.

ელიზა: დავამატებ, რომ ასეთი შემთხვევითი იდეები კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს, ამიტომ ელოდეთ ახალ სიმღერებს.

როგორია სამომავლო გეგმები?

თემური: მზადდებაკიდევ ერთი ლამაზი სიმღერა, რომელსაც „გაუმარჯოს ამ ლამაზ საღამოს“ ჰქვია. კიდევ ჩვენი ვასო ამზადებს სიმღერას „ალიონზე“.

ბოჯგუების ოჯახი – ჰარალე

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები