რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში გია სურამელაშვილის ახალი სიმღერის, „როგორ დამენანები“ პრემიერა შედგა.
გია, მოგვიყევი შენს ახალ სიმღერაზე – „როგორ დამენანები“.
ეს სიმღერა ჩემი სიყვარულის ისტორიას ეხება. სიყვარული არასდროს მთავრდება, ყოველთვის გრძელდება. მერე, ცხოვრებაში არის შემთხვევითი შეხვედრები და ამ დროს, ისევ განახლდება ხოლმე ის ტკივილი, სინანული, რომ იქნებ, გავფრთხილებოდით ჩვენს სიყვარულს, რამეთუ სიყვარული ერთხელ მოდის და ამაზე არავინ შემედავოს.
ქეთი ხუციშვილს ჩემი სიყვარულის ისტორიაზე ლამაზი ტექსტის დაწერა ვთხოვე.
როცა ამ ადამიანს შემთხვევით შევხვდები ხოლმე, მენანება ჩემი თავიც და ისიც, რადგან ჩვენს შორის ეს სიყვარული მაინც გრძელდება.
შენ იმდენად თბილი ადამიანი ხარ, დარწმუნებული ვარ, რთული იქნებოდა შენი დაკარგვა…
კი, რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ოქროს ფონდში შევიდა ჩემი „გაპატიე“, თურმე, მე პირადად პატიება არ მცოდნია.
აღნიშნულ სიმღერაზე კლიპის გადაღებას თუ გეგმავ?
ისრაელში ვაპირებ წასვლას და სავარაუდოდ, კლიპსაც იქ გადავიღებ. სავარაუდოდ, ჩემს დაბადების დღეს, 24 იანვარსაც იქ აღვნიშნავ.
გია სურამელაშვილი – როგორ დამენანები
გადაცემის ჩანაწერი