„საქართველოს ხმის“ ოქროს ღილაკის მფლობელი ნინი ხაფავა მაყურებლისა და ჟიურის წინაშე პროექტის პირველ ლაივზე წარდგა.
მან პაატა ანდრიაძის ბენდის თანხლებით შეასრულა ვაჟა ტუღუშის სიმღერა „ქუჩაში ერთხელ“.
15 წლის გოგონამ სიმღერის შესრულებისას განსაკუთრებული ემოციები გამოხატა.
„ყოველ ჯერზე ჯადოსნურ ამბავს გვიყვები…“
„საოცრებაა, ნინი, ბრავო…“
„საუკეთესო ხარ…“, წერენ კომენტარებში.
