LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „უფალი რომ მადლს მოიღებს შენზე, ნიჭს მოგცემს და მერე ამ ნიჭს ხალხიც მასობრივად შეიყვარებს, განა, ეს არ არის გამარჯვება?!“ – სოფო ამირეჯიბის კიდევ ერთი დაუვიწყარი შესრულება „საქართველოს ხმის“ ფინალში

1253
სოფო ამირეჯიბი

„საქართველოს ხმის“ მესამე სეზონი „რუსთავი 2“-ზე გუშინ დასრულდა. ფინალში რეზი დიდებაშვილმა გაიმარჯვა. ერთ-ერთი გამორჩეული გამოსვლა ჰქონდა ფინალისტს, სოფო ამირეჯიბს, რომელმაც „ოროველასა“ და „მზე შინა და მზე გარეთას“ პოპური შეასრულა.

სოფომ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა:

ვკითხულობ კომენტარებს და რაც წუხელ არ მიტირია, იმიტომ რომ შეგუებული ვიყავი ყველაფერს, ახლა მატირა ხალხო თქვენმა კომენტარებმა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,რომ გამიმარჯვია, ხმამაღლა ვამბობ, რომ გამიმარჯვია…

უფალი რომ მადლს მოიღებს შენზე, ნიჭს მოგცემს და მერე ამ ნიჭს ხალხიც მასობრივად შეიყვარებს, განა, ეს არ არის გამარჯვება???

მე და ამ პროექტმა ერთმანეთს ვფიქრობ დიდი საქმე გავუკეთეთ, პროექტისთვის აღმოჩენა ვიყავი და მე კი მისით გამიცნო და შემიყვარა ხალხმა… ზუსტად ამისთვისაა ეს პროექტები აუცილებელი, რომ ხალხს თავი გააცნო, რასაც ისე, მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ ახერხებ, ამიტომ უზომოდ მადლიერი ვარ საქართველოს ხმა • Voice of Georgia

მადლობა ყველა ჩემს გულშემატკივარს,უკვე ვიცი რომ მათი დიდი არმია მყავს.

მადლობა პროექტის თითოელ თანამშრომელს, ძალიან კარგ ადამიანებს, არაჩვეულებრივ პედაგოგებს, უნიჭიერესებს, საოცარ ბენდს, რომელთან სიმღერაც დიდი პატივი იყო ჩემთვის. მადლობა იმ გოგონებს, რომ არ მომეშვნენ და მაინც „შემაგდეს” შესარჩევ ტურზე.

მადლობა ჩემს მართლაც მეუღლეს, ერთად რომ ვკვალავთ ყველაფერს. პროექტში მისვლის წამიდან ჩემს დიდ ქომაგს ,რეპერტუარის შემჩევს, პედაგოგს, აკომპანიატორს ,უდიდეს ძალას ჩემთვის, ყველაზე დიდ კრიტიკოსს, თუმცა ყველაზე კმაყოფილს ჩემი შესრულებებით.

მადლობა ჩემს ოჯახებს აქეთ-იქით ❤️❤️არ ჩამოვთვლი სათითაოდ 🙏🏻🙏🏻

არ შემიძლია, უდიდესი მადლობა არ გადავუხადო აჭარის აკადემიურ ანსამბლს, რაც ხმები მქონდა ჩათვალეთ მხოლოდ ამ ბიჭებისგან მქონია

მადლობა ჩემს გულიან გოგოს, ნათია თოფჩიძეს, უპირობო გულშემატკივრობისა და აქტიურობისთვის.

მადლობა ჩემს საგარეჯოს, ბესიკ ღვინიაშვილს, საგარეჯოს მერს, ვახტანგ კაკუტაშვილს გვერდში დგომისთვის.

მადლობა ჩემს მოსწავლეებს, მშობლებს, უდიდეს სანათესაოს, რომლებიც ასე მიჭერდით მხარს…

მადლობა თითოეული ზარისთვის ყველას.

ყველა მახსოვხართ,ვინც ერთი ზარიც კი გაიმეტა.

უცნობებო და ნაცნობებო, ვიცი, ბევრი იყავით ჩემი გულშემატკივარი და უდიდესი მადლობა, სიკეთით გადაგვეხადოს.

რეზის კი მივულოცოთ და წარმატებები ვუსურვოთ!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები