„საქართველოს ხმის“ დუეტების დუელში ერთმანეთს ორი არაჩვეულებრივი მომღერალი შეერკინა – მარიამ გუჯეჯიანი და სოფო ამირეჯიბი.
მათ მარო თარხნიშვილისა და ეკა კვალიშვილის „ფერისცვალება“, პაატა ანდრიაძის ბენდის თანხლებით, შესანიშნავად შეასრულეს და ჟიურის და მაყურელის აღფრთოვანებული შეფასებები დაიმსახურეს.
ნამღერს თავად ეკა კვალიაშვილიც გამოეხმაურა და აღნიშნა:
„მადლობა, გენიალური ვერსიაა და შესრულება საოცარი… კოსმოსია…“
შესრულებას ასევე გამოეხმაურა ეკა კვალიაშვილის ქალიშვილი, ნუკა:
„მადლობა, დიდი ბებია იამაყებდა და ალბათ, ამაყობს…“
