„საქართველოს ხმის“ მესამე სატელევიზიო კასტინგზე რუსა მორჩილაძის „ოქროს ღილაკის“ მფლობელი გახდა 26 წლის მომღერალი, რეზი დიდებაშვილი. რეზი 13 წლის წინ „საბავშვო ვოისის“ გამარჯვებული გახდა, მას შემდეგ კონკურსში აღარ მიუღია მონაწილეობა და სწორედ ახლა „საქართველოს ხმაში“ მონაწილეობა გადაწყვიტა. მან გია მაჭარაშვილის სიმღერა შეასრულა და რუსა მორჩილაძის ოქროს ღილაკიც დაიმსახურა.
„იმსახურებდა, უმაგრესი შესრულება…“
„სასწაული ხმა აქვს ამ ბიჭს…“
„ბრავო, საოცარი ხმა აქვს“, წერენ კომენტარებში.
