„რუსთავი 2“-ის ეთერში, „საქართველოს ხმის“ ჟიურის წევრმა, რუსა მორჩილაძემ თავისივე სიმღერა შეასრულა.
„აიარა“ მისი რეპერტუარიდან ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიციაა, რომელსაც ავტორი განსაკუთრებულად მღერის და ეს მაყურებელმაც აღნიშნა:
„ოხ, როგორ მიყვარს რუსაც და ეს სიმღერაც, განსაკუთრებით მისივე შესრულებით…“
„უბერებელი რუსა…“
„ჩემი ფავორიტი ქალბატონი…“
„მაგარი ხარ, ჩემო რუსო, მეამაყები…“, წერენ კომენტარებში.
