რუსა მორჩილაძე თაკო მელიქიშვილის გადაცემაში, რომელიც „არ დაიდარდოს“ ეთერში გადაიცემა, საუბრობს იმის შესახებ, რატომ არის გაჩერებული დღეს ქართული შოუბიზნესი.
რა ხდება ქართულ შოუბიზნესში, როგორ შეაფასებდი, ასევე თუ იგეგმება შენი შემოქმედებითი საღამო?
ცუდ ხასიათზე დავდექი უკვე (იცინის)… ჩემი შემოქმედებითი საღამო ჯერჯერობით არ იგეგმება და ამას ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს, რომელზეც არ შევჩერდები. საერთოდ, რამდენიმე წელია, შემოქმედებითი საღამო არ მქონია.
გადავიდეთ ჩვენს საცოდავ შოუბიზნესზე… ძალიან მტკივნეული ამბავია… ვერაფრით ვეღარ დავარქმევ ამას შოუბიზნესს, უკან-უკან მიდის. მე არ მინდა ბოროტი ვიყო, რასაკვირველია, ყველას წარმატებას ვუსურვებ, ნამდვილად მინდა, რომ ყველამ კარგად გააკეთოს თავისი საქმე… ადამიანებს რა სჭირთ, იცით?! იღებენ თავიანთ თავზე დიდ პასუხისმგებლობებს და შედიან ისეთ სივრცეში, სადაც ისინი არ არიან მაგრები, ძალიან რბილად რომ ვთქვათ. რა თქმა უნდა, გამონაკლისები არსებობს, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ გამონაკლისები არ იყოს, მაგრამ დიდი პროცენტი და დიდი უმრავლესობა არის არაპროფესიონალური, იგივე ბენდები, როგორც ჟღერს, ეს არის კატასტროფა. ახლა, ტრენდია, რომ ბენდი, ცოცხალი შესრულება უნდა იყოს და სწორიც არის, მაგრამ ეს თუ არის ჩემი კანტორის ბენდი… როიალი რომ მაჟორს უკრავს და გიტარა მინორს, პატრონი რომ არ არის, ვინც შეასწორებს… ან რაღაცნაირი კოლაბორაციები, რაღაცნაირი სასაცილო ვერსიები რომ კეთდება, ამას სახელსაც ვეღარ დავარქმევ. ერთი სიტყვით, დღეს, უნდა ვთქვა, რომ ძალიან დაბალ ნიშნულზეა ყველაფერი.
პატარა რეზიუმე რომ გავაკეთოთ, პერიოდები ჰქონია შოუბიზნესს, რომ გაჩერებული ყოფილა, ახლა, ყველაფერი ქვევით ჩადის ძალიან დიდი სიჩქარით, უგემოვნობის, უხარისხობის და არაადეკვატურობის რაღაცა სინთეზია.
ჰადაცემა ვრცლად:
