ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 54-ე გოლი გაიტანა და რაულის რეკორდი მოხსნა.
არგენტინელმა თავი ამჯერად ”მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ გამოიჩინა.
მესიმ გაუსწრო მადრიდის ”რეალის” ლეგენდას რაულს, რომელსაც 53 გოლი აქვს გატანილი ლიგის ჯგუფის მატჩებში.
საერთო ჯამში ”ბარსელონას” გაუგონარ ტალანტს 90 გოლი მოუგროვდა მთავარ ევროთასზე. სხვათა შორის, ამათგან მესიმ ”სიტის” 6 გაუტანა.
ისე, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა შორის ”რეალის” სუპერვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო ლიდერობს, რომელსაც 94 გოლი აქვს გატანილი.
მესის და რონალდოს ბრძჴლა ამ ფრონტზეც გრძელდება.