LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესენი თუ ჩემპიონები გახდებიან ტიტველი ვისეირნებ

59

გერმანელი კომენტატორი ლეიპციგის ქალაქის მოედანზე შიშველი გავა თუ „რედ ბული“ გერმანიის ჩემპიონი გახდება.
მარსელ რაიფი ღირსებით რისკავს.
გერმანული ტელევიზიის ლეგენდა დარწმუნებულია, რომ „ხარები“ წელს ჩემპიონატს ვერ მოიგებენ. თავისი პოზიცია კომენტატორმა უჩვეულო ფსონით გაამყარა:
„გარიგებას გთავაზობთ. თუ „ლეიპციგი“ გაიმარჯვებს, ქალაქის მთავარ მოედანზე მხოლოდ ქუდით გავალ“, – დაწერა მარსელმა თავის სვეტში.
ლიგის დებიუტანტი „ლეიპციგი“ ბუნდესლიგაში მეორე ადგილზეა და მხოლოდ მიუნხენურ გიგანტ „ბაიერნს“ ჩამორჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები