LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანელები „დრაკონის ქვის“ პოპულარობამ შეაშფოთა

30

ესპანელები „დრაკონის ქვის“ პოპულარობამ შეაშფოთა. გამოცემა „El Pais”-ის ინფორმაციით, ბასკების ქვეყანაში მდებარე ქალაქ ბერმეოს ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი აკითხავს – მიზეზი საკულტო სერიალი „სამეფო კარის თამაშებია“. საქმე ისაა, რომ მას შემდეგ რაც კუნძულზე სერიალის ერთ-ერთი ეპიზოდი გადაიღეს, მას 75 ათასი ვიზიტორი ესტუმრა. თუ რამდენი ტურისტი ეწვია „დრაკონის მთას“ 2016 წელს, ამაზე საუბარი რთულია, თუმცა, ფაქტია, რომ მას ადრე მხოლოდ მორწმუნეები თუ აკითხავდნენ ხოლმე.

ბერმეოში იოანე ნათლისმცემელის ტაძარი მდებარეობს და ქრისტიანები მის მოსალოცად დადიან. 2017 წელს კი კუნძულის პოპულარობა ერთი-ორად გაიზარდა და ხელისუფლება ახალი რეგულაციების დაწესებას გეგმავს. წინასწარი ინფორმაციით, კუნძულის ნახვა ფასიანი გახდება და ვიზიტორთა ნაკადიც შეიზღუდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები