LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანელებმა პორტატული სასტუმროს ოთახი შექმნეს

31

„დეილი მეილის“ ინფორმაციით, კომპანია In-Tenta-მ შექმნა ე.წ. „ხის ყუთი“, რომელიც ადვილად გადაადგილდება და მისი დადგმა ნებისმიერ ადგილასაა შესაძლებელი. კონსტრუქციის შემქნელებმა ორი ვარიანტი – ერთ ან ორ საძინებლიანი ოთახები გააკეთეს. ერთი მათგანი წყვილს, მეორე კი მთელ ოჯახს დაიტევს და მათ ძალიან კომფორტულ დასვენებას შესთავაზებს.

აღსანიშნავია, რომ ოთახი ასევე აბაზანას და ღია ტერასასაც მოიცავს. პორტატული ოთახი ხისა და სხვა მსუბუქი მასალისგანაა დამზადებული, ამიტომ მისი გადატანა და სხვადასხვა ადგილებში დადგმა ძალიან მარტივია. აღსანიშნავია, რომ ოთახის ერთი კედელი მთლიანად მინაა, რაც ბუნებაში ყოფნას უფრო სასიამოვნოს გახდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები