ესპანელი მძღოლები გზებზე სიჩქარეს სულ უფრო ხშირად აჭარბებენ. 2017 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, ესპანეთის გზებზე დაყენებულმა რადარებმა 1,6 მილიონი სიჩქარის შეზღუდვის დარღვევა დააფიქსირეს. მათგან ყველაზე მეტი დარღვევა – 25%, ანდალუსიაში მოხდა. ანდალუსიას კასტილია და ლეონი და ლა მანჩის კასტილია მოყვებიან. სიჩქარის რეჟიმის ყველაზე ნაკლები დარღვევა კანტაბრიასა და ასტურიაში მოხდა.
ესპანეთის საგზაო სამსახურის მონაცემებით, სიჩქარის რეჟიმის დარღვევა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. გასულ წელთან შედარებით, დაფიქსირებულ დარღვევათა მაჩვენებელი 40%-ით არის გაზრდილი.