ესპანელი ქალბატონი 53 წელი მართვის მოწმობის გარეშე დადიოდა. გალისიაში მცხოვრებმა 74 წლის პენსიონერმა საგზაო მოძრაობის წესი მრავალწლიანი მძღოლობის ისტორიაში პირველად დაარღვია. ხოლო როდესაც საგზაო პოლიციამ მას მართვის მოწმობა მოსთხოვა, აღმოჩნდა, რომ ეს დოკუმენტი სტაჟიან მძღოლს არ ქონდა და არც არასდროს ჰქონია.
ქალბატონი საჭესთან პირველად 1963 წელს დაჯდა და მართვის მოწმობის აღება საჭიროდ არ ჩათვალა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამდენი წლის განმავლობაში მას კანონი არ დაურღვევია და შესაბამისად, შეხება სამართალდამცავებთანაც არ ქონია. ხანდაზმული კანონდამრღვევი მოსამართლემ შეიწყალა და მხოლოდ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის შესრულება მიუსაჯა.