LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანელი ტაქსისტები Uber-ს აუჯანყდნენ

22

ესპანელი ტაქსისტები Uber-ს აუჯანყდნენ. მძღოლები მგზავრთა გადაყვანის კანონის დაცვას მოითხოვდნენ, როდესაც მიტინგი ნამდვილ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა მათთან სალაპარაკოდ გამოსულ პოლიტიკოსებს კვერცხები დაუშინეს და სულ მალე კონგრესის მოედანი საომარ ტერიტორიას დაემსგავსა. ასაფეთქებლების ხმაური, ბოლი და ყვირილი კი სიტუაციას უფრო ამძიმებდა. სამართალდამცავებსაც სხვა გზა არ ქონდათ და აქცია დაშალეს.

აღსანიშნავია, რომ ტაქსების კომპანია Uber-თან ყველაზე დიდი პრობლემა მადრიდელ ტაქსისტებს აქვთ, თუმცა მათ მხარდასაჭერად კოლეგები სხვადასხვა ქალაქებიდანაც ჩამოვიდნენ. საქმე ისაა, რომ მძღოლებს კონკურენციის პირობები არ მოსწონთ. მაგალითად, იმისათვის რომ რიგითმა ესპანელმა ტაქსისტის ლიცენზია აიღოს, წელიწადში 120-170 ათასი ევრო უნდა გადაიხადოს, მაშინ როცა Uber-ის მძღოლები მხოლოდ 32 ევროს იხდიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები