LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რიჩარდ ჰამონდი მონტე-კარლოს ტრასაზე WRC-ის პილოტს შეეჯიბრა 

121
ქირიას NEWS შაბლონი (3)

Top Gear-ისა და The Grand Tour-ის ყოფილი წამყვანი რიჩარდ ჰამონდი რალის ტრასაზე WRC-ის პილოტს და WRC2-ის ჩემპიონს ოლივერ სოლბერგს შეეჯიბრა. რბოლა  მონტე-კარლოს რალის ტრასაზე გაიმართა.

ორივე მონაწილე სარბოლო Toyota rally car-ს მართავდა. ჰამონდმა მონაკვეთი 5 წუთსა და 45 წამში გაიარა, ხოლო პროფესიონალმა პილოტმა – მხოლოდ 4 წუთსა და 15 წამში, რაც მის აშკარა უპირატესობას უსვამს ხაზს.

მანამდე ჰამონდს კიდევ უფრო უჩვეულო შეჯიბრებაც ჰქონდა: ის BMW M5 Touring-ით შეეჯიბრა გოლფის მოთამაშე რიკ შილდსს. შილდსს ბურთი 400 იარდის მანძილიდან უნდა ჩაეგდო, მაშინ როცა ჰამონდს ორი წრე უნდა გაევლო. საბოლოოდ, გოლფის მოთამაშემ ხუთი დარტყმით მოიგო.

გასულ წელს ჰამონდმა მონაწილეობა მიიღო ელექტრო Porsche Cayenne-ის სარეკლამო კამპანიაშიც, სადაც მან აჩვენა ავტომობილის ბუქსირების შესაძლებლობები – 100 წელზე მეტი ასაკის კლასიკური მანქანის მისაბმელით გადაზიდვით.

რაც შეეხება მთავარ კითხვას – ვისზე დადებდნენ ფსონს?
რა თქმა უნდა, პროფესიონალ პილოტზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები