LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანელმა დიზაინერმა თვითმფრინავის ორდონიანი სავარძელი შექმნა

129
Capture

ესპანელმა დიზაინერმა ალექსანდრო ნუნეს ვისენტემ ჰამბურგში გამართულ გამოფენა Aircraft Interiors Expo-ზე თვითმფრინავისთვის შექმნილი ორდონიანი სავარძლის მაკეტი წარადგინა.

ახალი მეთოდი სივრცის ეკონომიის საშუალებას გაზრდის, გადამზიდები მეტი ბილეთის გაყიდვას შეძლებენ, რაც წესით მგზავრობის ღირებულებას შეამცირებს.

თუმცა, როგორც სპეციალისტები ფიქრობენ, ასეთ სავარძლებს ექსპლუატაციაში სავარაუდოდ, ვერასდროს ვიხილავთ. დაბლა განთავსებული მგზავრების თავები ზედა მგზავრების სავარძლებთან ძალიან ახლოს არის, რაც საკმაოდ საშიშია. თუკი გაუთვალისწინებელი სიტუაცია წარმოიქმნება, დაბლა მსხდომმა მგზავრებმა შესაძლოა სერიოზული ტრავმები მიიღონ.

იმავეს თქმა შეიძლება ფეხზე მდგომ სავარძლებზეც, რამეთუ ისინი ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა განთავსებული და მგზავრების უსაფრთხოება ნაკლებადაა დაცული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები