ლა ლიგის მე-3 ტურში მადრიდის “რეალმა” “ესპანიოლი” სტუმრად 6:0 გაანადგურა.
რა თქმა უნდა, ტურის საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ გახდა, რომელმაც 5 გოლი გაიტანა.
საუკეთესო 11 მოთამაშეს შორის ვერ მოხვდა ლეო მესი. არადა არგენტილემა მადრიდის ”ატლეტიკოსთან” შეხვედრაში გამარჯვების გოლი გაიტანა.
საუკეთესო მეკარედ “ვალენსიას” კიპერი დომენეკი დასახელდა. ესპანელმა კიპერმა სპორტინგის ”ხიხონთან” მატჩში 8 სეივი განახორციელა.
მესამე ტურის სიმბოლური გუნდი შემდეგნაირად გამოიყურება
მეკარე: დომენეკი (”ვალენსია”)
მცველები: ჟუან კანსელუ (”ვალენსია”), აიმენ აბდენური (”ვალენსია”), სერხიო რამოსი (”რეალი”), მარსელო (”რეალი”)
ნახევარმცველები: ხუაკინი (”ბეტისი”), სტივენ ნზონზი (”სევილია”), პედრო მოსკუერა (”დეპორტივო”), კრიშტიანუ რონალდუ (”რეალი”),
თავდამსხმელები: გარეთ ბეილი (”რეალი”), არის ადურისი (”ატლეტიკი”);