ესპანეთის ნაკრების ახალი თილისმა 4 თვის ლეკვი გახდა.
ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა გრუმინგის კომპანიასთან (შინაური ცხოველების სილამაზის სალონი) ხელშეკრულების გაფორმება. ძაღლს მუსა ჰქვია, ის წყლის ძაღლების ჯიშია.
ოთხფეხა „RCDE სთედიუმზე“ წარადგინეს, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასა და კომპანია Artero-ს შორის სასპონსორო შეთანხმების გაფორმების ცერემონიისას.
კონტრაქტი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდეა გათვლილი.