ესპანეთის ავტონომიურ რეგიონში, ესტრემადურაში გადაწყვიტეს დისტანციურად დასაქმებულებს 15 ათასი ევრო გადაუხადონ. სიახლის შესახებ time out წერს.
ფულის მიღებას შეძლებს ყველა, ვინც ესპანეთის ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფება და თან სხვა ქვეყანაშია დასაქმებული. ასევე, ესტრამადურაში სურს ცხოვრება უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში.
30 წლამდე ახალგაზრდები შეძლებენ მიიღონ 10 ათასი ევრო, თუკი რეგიონში მინიმუმ 2 წლით მაინც დარჩებიან. თუკი დისტანციურად დასაქმებული კიდევ ერთი წელი გადაწყვეტს დარჩენას, მაშინ დამატებით 5 ათასი ევროს მიღებასაც შეძლებს.
მამაკაცები და ქალბატონები, რომელთა ასაკიც 30 წელზე მეტია 8 ათასი ევროს მიღებას შეძლებენ და დამატებითი წლის შემთხვევაში კიდევ 4 ათასს ევროს მიიღებენ.
ესტრემადურა – ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთში, პორტუგალიის საზღვართან მდებარე რეგიონია. ეკონომიურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი დასახლება ახალგაზრდა მოსახლეობას მუდმივად კარგავს და მსგავსი პროგრამის მიზანიც სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაა.