LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში დასაძინებელი კაფსულებს დაამონტაჟებენ

19

ესპანეთში სიესტის კაფსულებს დაამონტაჟებენ. ტურისტულმა პორტალმა Hoteles.com-მა მადრიდში ახალი კამპანია „გადაარჩინე სიესტა“ დაიწყო. ორგანიზატორებს სურთ, რომ საზოგადოებრივ ადგილებში სპეციალური დასაძინებელი ზონები შექმნან, სადაც მსურველები დღის განმავლობაში დაისვენებენ.

ინიციატივის ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ გამოძინებული ადამიანი ბევრად უფრო შრომისუნარიანი და კრეატიულია, ამიტომ ტრადიციის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია. დასაწყისისთვის პირველი კაფსულები ატოჩას რკინიგზის სადგურზე დაიდგმება და ყველა მსურველი სიესტის კომფორტულად გატარებას შეძლებს.

პროექტის ინიციატორებს იმედი აქვთ, რომ უახლოეს მომავალში კაფსულები ესპანეთის ქუჩების განუყრელი ნაწილი გახდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები