LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში მადრიდი დომინირებს, არსენალი კარგად ისვრის, ლევანდოვსკი არ ჩერდება

71
FORTUNA.GE (69)

ევროპულმა ფეხბურთმა ახალი წელი არ სცნო და თამაში ჩვეულებრივ გაჩაღდა. ასეთ რაღაცას მარტო ინგლისელებისგან ვიყავით მიჩვეული, მაგრამ ახლა კალენდარი ისე აირია, ვის როგორც მოეხერხება ისე თამაშობს.

 

„რეალს“ არ წაუგია ცხრილის ზედა ნაწილში მყოფ გუნდებთან – 6 მოგება და 2 ფრე.

„რეალმა“ მოიგო ბურთის ყველაზე ნაკლები ფლობით (41%) ზიდანის მწვრთნელობისას.

„რეალმა“ ლა ლიგაში ბოლო 7-დან 6 მატჩში მოიგო, ერთიც ფრედ ითამაშა.

“ბარსელონა” ერთი თვეა არ აგებს ლა ლიგაში – 4 მოგება და 2 ფრე.

 

„არსენალმა“ მოიგო ზედიზედ 3 მატჩი პრემიერლიგაში ამ სეზონში.

„არსენალმა“ გაიტანა 8 გოლი ბოლო სამ მატჩში. ამდენივე იყო წინა 13 ტურში.

ლაკაზეტმა გაიტანა ზედიზედ მე-4 მატჩში, ამჯერად დუბლი შეასრულა.

კევინ დე ბრიუნმა 4 გოლი გაუტანა “ჩელსის” პრემიერლიგაში. ყველაზე მეტი კლუბის ექს-მოთამაშეებს შორის.

ერიკ გარსიას და „სიტის“ კიდევ ერთი თანამშრომელს კორონავირუსი შეეყარათ. კლუბში უკვე იყო 7 შემთხვევა.

 

კორონავირუსით დაავადდა „სპეციას“ ორი ფეხბურთელი.

ლაუტარო მარტინესის ჰეთ-თრიკი „კროტონესთან“ მატჩში მისთვის პირველია „ინტერის“ შემადგენლობაში ოფიციალურ მატჩებში.

 

შეცვლაზე შესულმა პიონტეკმა გაიტანა 6 გოლი 9 დარტყმიდან ბუნდესლიგაში 2020 წლის მაისის შემდეგ.

ლევანდოვსკის 19 გოლი აქვს 14 ტურის შემდეგ. ამაზე მეტი მარტო გერდ მიულერს ჰქონია – 20.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები