ესპანეთში მუშაობენ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც კაფეები და რესტორნები ვალდებული იქნებიან, რომ მომხმარებლებს დარჩენილი საკვების წაღება შესთავაზონ.
ამ შეხსენების შესახებ განცხადება დაწესებულებებმა გამოსაჩენ ადგილას უნდა განათავსონ, მაგალითად – მენიუში.
ახალი ნორმა ესპანეთში საკვების ნარჩენებს შეამცირებს. მხოლოდ გასულ წელს ესპანელებმა 1,3 მილიარდი კილოგრამი საჭმელი გადაყარეს (ანუ ადამიანზე 31 კილოგრამი მოდის), რაც ძალიან ბევრია.
ცოტა ხნის წინ რომის მერიაში განაცხადეს, რომ მაღაზიებსა და საკვებ ობიექტებს გადასახადებს შეუმცირებენ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ზედმეტი საკვების გადაყრას შეწყვეტენ.