LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში სათვალეს უფასოდ დაარიგებენ

129
75676

ესპანეთში აპირებენ, რომ სათვალე და კონტაქტური ლინზები ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევის ნაწილად აქციონ, რათა ადამიანებს მათი ანაზღაურება საკუთარი ჯიბიდან აღარ მოუწიოთ. ამის შესახებ ესპანეთის ჯანდაცვა ავრცელებს ინფორმაციას.

ჩინოვნიკთა გამოთვლით, ინიციატივა 30 მილიონამდე ესპანელს მოუტანს სარგებელს.

ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა – ახლომხედველობაა. მას 18-იდან 34 წლამდე ახალგაზრდების 55,3% ებრძვის, სტუდენტთა შორის ახლომხედველობა – 62,3%-ს აწუხებს.

პროგრამის მიხედვით, უფასო სათვალეს ან ლინზებს მსურველები 2024 წლის მეორე ნახევრიდან მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები