მადრიდის სან-კარლოსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ანდროგენული ალოპეციის დროს თმის აღდგენის ახალ მეთოდს მიაგნეს. თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა თითქმის 100 პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა: ყველა ცდისპირ ცხოველს თმის საფარი სრულად ან ნაწილობრივ მაინც აღუდგა. სიახლის შესახებ Comunidad წერს.
მეთოდის საფუძველს წარმოადგენს ცხიმის უჯრედიდან მიღებული ღეროვანი უჯრედის და ადენოზინტრიფოსფატის(მოლეკულის, რომელიც უჯრედების ენერგიით მომარაგებაზეა პასუხისმგებელი) კომბინაცია. ეს მეთოდი თმის ფოლიკულის ბუნებრივ რეგენერაციას უწყობს ხელს.
ანდროგენული ალოპეციის მქონე (რაც კაცების სიმელოტის ანალოგია) მამრი თაგვებიდან ნახევარს ბეწვი სრულად აღუდგა, ხოლო დანარჩენებში მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა. დედალი თაგვების შემთხვევაში დადებითი შედეგი შემთხვევათა 90%-ში დაფიქსირდა.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს მეთოდი ჯერ ადამიანებზე არ გამოუცდიათ, თუმცა პერსპექტივაში დიდი შანსია, რომ ის თმის გადანერგვის უკეთესი ალტერნატივა გახდეს.
კვლევის ავტორები მეთოდის ეფექტურობის შემოწმებას ცდებში უკვე ადამიანების მონაწილეობით გეგმავენ.