LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში ტყის ხანძრების წინააღმდეგ საბრძოლველად ვირებს გამოიყენებენ

101
ქირიას NEWS შაბლონი (1)

ესპანეთში ტყის ხანძრების პრევენციისთვის უჩვეულო, მაგრამ ეფექტურ ბუნებრივ მეთოდს მიაგნეს – ქვეყნის რამდენიმე რეგიონში  მშრალი ბუჩქებისა და ბალახის გასაწმენდად ვირები გამოიყენეს, რაც ხანძრის გავრცელების რისკს ამცირებს.

პროექტი უკვე მოქმედებს სამხრეთ-დასავლეთ ესპანეთში, დონიანას ეროვნულ პარკში, სადაც 18 გადარჩენილი ვირი ბუნებრივად ასუფთავებს ტყის ქვედა საფარს. ყველა ცხოველი თავშესაფრებიდან ან არასათანადო მოპყრობისგან დაიხსნეს და მათზე უკვე მოხალისეები ზრუნავენ.

სპეციალისტების განმარტებით, ტყის ხანძრების სწრაფ გავრცელებას სწორედ მშრალი ბუჩქები და ბალახი უწყობს ხელს. ვირები ამ მცენარეულობით იკვებებიან და ბუნებრივ „ცეცხლსაწინააღმდეგო ზოლებს“ ქმნიან, რაც აალებადი მასალის რაოდენობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ვირებს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ – ძროხებისა და ცხვრებისგან განსხვავებით, მათ შეუძლიათ ძალიან მშრალი და უხეში მცენარეულობის ჭამაც, რის გამოც ხანძრის პრევენციაში განსაკუთრებით ეფექტურები არიან.

ინიციატივამ ესპანეთის საგანგებო სიტუაციების სპეციალური სამსახურის ყურადღებაც მიიპყრო. მისი წარმომადგენლები დონიანას პარკს ესტუმრნენ და პროექტის მხარდასაჭერად ერთ-ერთი ვირი სიმბოლურად „იშვილეს“.

მსგავსი პროგრამები უკვე ხორციელდება კატალონიაში, გალისიასა და ბასკეთის ქვეყანაში, სადაც ბუნებრივი „მეხანძრეები“ ტყეების დაცვაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები