LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანურ კურორტზე ტურისტებს აღარ შეუშვებენ

133
85568783-13476609-image-a-137_17

ესპანეთში, მენორკას ულამაზეს სოფელ ბინიბეკა ველეში, რომელსაც ესპანურ მიკონოსსაც ეძახიან, ტურისტებს აღარ შეუშვებენ. დასაწყისისთვის შეზღუდვა გარკვეულ საათებში იმოქმედებს და ასეთი გადაწყვეტილება ადგილობრივებმა თავად მიიღეს. Mail online-ის ინფორმაციით, მენორკელები ვიზიტორების უწყვეტი რაოდენობით ძალიან დაიღალნენ.

მენორკას გამორჩეული დასახლება ტურისტებს თავისი გამორჩეული არქიტექტურით ხიბლავს. კურორტი 1960-იან წლებში მეთევზეთა სოფლის ტრადიციების მიხედვით ააშენეს.

საინტერესოა, რომ მთელი სოფელი ადგილობრივთა კერძო საკუთრებას წარმოადგენს, ამიტომ ტურისტები ფაქტობრივად არა სახელმწიფო ტერიტორიაზე არამედ კონკრეტული ადამიანების სახლებში იჭრებიან.

მაცხოვრებელთა ასოციაციამ კრებაზე გადაწყვიტა, რომ ტურისტები სოფელში შესვლას 11:00-დან 20:00 საათამდე ვეღარ შეძლებენ. გარდა ამისა, ვიზიტორებს სთხოვენ, რომ დაიცვან სიჩუმე და ახსოვდეთ, რომ კერძო ტერიტორიაზე იმყოფებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები