LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევრო 2020-ის თილისმა სკილზია

176
2551095-52920610-2560-1440

ბიჭუნა სკილზი ევრო 2020-ის ოფიციალური თილისმა გახდა. თილისმის პრეზენტაცია ამსტერდამში, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის, ჰოლანდია-გერმანიის დაწყებამდე გაიმართა.

პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ ფრისტაილერები – ლივ კუკი და ტობიას ბეკსი. მათთან ერთად ევრო 2020-ის ახალმა თილისმამ 55 000 მაყურებელს რამდენიმე სადემონსტრაციო ტექნიკური ნომერი უჩვენა.

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით ევროპის 12 ქვეყნის არენებზე გაიმართება. ჩემპიონატის უჩვეულო ფორმატით ჩატარების იდეა ტურნირის 60 წლის იუბილეს ეძღვნება.

ევრო 2020-ის მასპინძელ ქალაქებს შორის არიან: დუბლინი, გლაზგო, ლონდონი, ამსტერდამი, ბილბაო, რომი, მიუნხენი, კოპენჰაგენი, ბუდაპეშტი, ბუქარესტი, ბაქო და სანკტ-პეტერბურგი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები