LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი გეგმავს, ავტომობილების მავნე გამონაბოლქვის დონე 2030 წლისთვის 30%-ით შეამციროს

30

ევროკავშირი გეგმავს, ავტომობილების მავნე გამონაბოლქვის დონე 2030 წლისთვის 30%-ით შეამციროს. BBC-ის ცნობით, ევროპის სამეთვალყურეო ორგანოები მოახდენენ მწვანე ავტომობილებზე მოთხოვნის ზრდის სტიმულირებასა და მათი წარმოების წახალისებას. ევროპულ კომისიას ღონისძიებათა კომპლექსი აქვს შემუშავებული და სწორედ მათი წყალობით გეგმავს გამონაბოლქვის დონის კლებას.  ევროპელი ავტომწარმოებლები სპეციალურ მხარდაჭერას მიიღებენ, რომელიც მწვანე ავტომობილების წარმოების ზრდისკენ იქნება მიმართული. ევროკომისიაში აღნიშავენ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ევროკავშირში შესაძლოა ჰიბრიდული და ელექტროავტომობილები გაძვირდეს, რაც მათი წარმოების გაძვირებას უკავშირდება, თუმცა ეს თანხა საწვავზე შემცირებული ხარჯებით კომპესირდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები