LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ყველაზე სუფთა ქალაქი ლატვიური ვენტსპილსია

38

ადგილობრივი მაცხოვრებლების შეფასებით, ევროკავშირის ყველაზე სუფთა ქალაქი ლატვიური ვენტსპილსია: აქაურების 99% საკუთარ ქალაქს „ძალიან სუფთა“, ან „საკმარისად სუფთა“ შეფასებას აძლევს.

ასეთია გამოკითხვის შედეგები, რომელიც ევროკავშირის 105 ქალაქის მაცხოვრებლებში ჩატარდა. ინფორმაციას სტატისტიკური სამსახური ევროსტატი ავრცელებს.

მეორე ადგილი ისევ ლატვიურმა ქალაქმა – ვალმიერამ დაიკავა, რომელსაც სუფთად მოსახლეობის 97% მიიჩნევს. სამეულს კი ესპანური ოვიედო და ლუქსემბურგი ინაწილებენ – ამ ქალაქებმა მაცხოვრებლებისგან ხმათა 96% მიიღეს.

დედაქალაქებიდან სუფთებად ლუქსემბურგის გარდა ვენა და ლუბლიანაა მოხსენიებული.

ყველაზე ნაკლებად ქალაქის სისუფთავით კმაყოფილები რომის მაცხოვრებლები არიან, შემდეგი არის ბრატისლავა და სოფია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები