LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირმა მალტის ტრადიციული ყველი განსაკუთრებული დაცვის ქვეშ აიყვანა

109
FACEBOOK-ANA-57-1024x536

ტრადიციული ცხვრის ყველი მალტიდან – ġbejna tan-nagħaġ – ევროკავშირის დაცვის სტატუსს მიიღებს. სიახლის შესახებ Independent წერს.

„ჯბეინა“ არის მრგვალი ყველი, რომელიც ცხვრის რძისგან, ფერმენტისა და მარილისგან მზადდება. ამ ყველს ხშირად უმატებენ კერძებს, ასევე მიირთმევენ როგორც ახალს ასევე მზეზე გამომშრალსაც.

ევროკავშირის დაცვის სტატუსი ნიშნავს, რომ ასეთი ყველის წარმოება მხოლოდ მალტაში იქნება ნებადართული. გარდა ამისა, თუკი ასეთი ყველი სხვა ცხოველების რძისგან დამზადდება, მაგალითად – ძროხის რძისგან, ის დაცული არ იქნება.

„ჯბეინა“ არის მალტის პირველი პროდუქტი, რომელიც ასეთ საპატიო სტატუსს მიიღებს.

ევროკავშირის დაცვის ქვეშ მყოფი ყველაზე მეტი პროდუქტი საფრანგეთსა და იტალიაშია რეგისტრირებული – მათი რიცხვი 800-ზე მეტია. ესტონეთი კი ამ დროისთვის ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელსაც ერთი დაცული პროდუქტიც კი არ გააჩნია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები