LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირში ჭრიჭინებისგან დამზადებული პროდუქტები გაიყიდება

73
800x-1

ევროპულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, გაყიდოს საკვები პროდუქტი, რომელიც ჭრიჭინასგან იქნება დამზადებული. ჭრიჭინების შეძენა მშრალი სასუსნავის, გაყინულ მდგომარეობაში და ასევე ფქვილის სახით იქნება ნებადართული. ასეთ საკვებზე სპეციალური მარკირებაც იქნება დატანილი, სადაც შესაძლო ალერგიულ რეაქციაზე იქნება ინფორმაცია.

გაეროს სოფლის მეურნეობის დანაყოფის აზრით, ჭრიჭინები და ზოგადად მწერები – საკმაოდ ნოყიერი და ჯანმრთელი საკვებია, რომელშიც ცხიმების, ცილების, ვიტამინებისა და მინერალების მაღალი შემცველობაა.

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ჭრიჭინა, როგორც ცილის ალტერნატიული წყარო ევროპას ძალიან სჭირდება. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მეცხოველეობა გარემოს ძალიან აბინძურებს.

ჭრიჭინა არ არის პირველი მწერი, რომელიც პროდუქტის სახით ევროპაში გაიყიდება. გასული წლის მაისში გამომშრალი ყვითელი ჭიების, ნოემბერში კი – კალიების გაყიდვის უფლებაც გაიცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები