ევროპამ გადაწყვიტა, შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილების გაყიდვის აკრძალვას გადახედოს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ აკრძალვის ნაცვლად უმჯობესი იქნებოდა მავნე გამონაბოლქვის შემცირების გარკვეული ალტერნატივა, მათ შორის სინთეტიკური საწვავის გამოყენება და საქმეში ჰიბრიდების ჩართვა. მოქმედების გეგმა, რომელიც ევროპულ ავტო სამყაროს კრიზისიდან გამოსვლაში უნდა დაეხმაროს, წესით მარტის დასაწყისში უნდა წარადგინონ.
ევროკომისია სერიოზულად არის შეფიქრიანებული საავტომობილო სამყაროს გადარჩენის საკითხით და 2035 წლისთვის დაგეგმილი კანონის გამარტივებაზეც ამიტომ დაფიქრდა. კანონის სრულ გაუქმებაზე საუბარი ჯერ-ჯერობით არ არის, თუმცა ცვლილებები გამონაბოლქვის შემცირების საკითხთან უფრო მსუბუქ მიდგომას დაუშვებს.
ევროპული კომისიის გეგმა სტრატეგიული დიალოგია, რაც სფეროს წარმომადგენლებთან, დიდ აქციონერებთან და პროფკავშირებთან მუდმივ დიალოგს გულისხმობს, რა დროსაც სამომავლო გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. პირველი ასეთი შეხვედრა 30 იანვარს შედგა. მასში მონაწილეობა 22-მა კომპანიამ მიიღო, მათ შორის იყო – Renault, Volvo, Volkswagen, Valeo და Tesla, ასევე „მწვანე“ სფეროს წარმომადგენელი НКО.
ანტიკრიზისულ გეგმას მარტის დასაწყისში წარადგენენ, თუმცა უკვე ნათელია, რომ მავნე გამონაბოლქვის შემცირების მიზანი უცვლელი დარჩება, თუმცა მიღწევები უფრო ხანგრძლივ დროის ინტერვალებში შეფასდება.