LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Lamborghini Revuelto ქამელეონის ძარით მილიონ დოლარად იყიდება

106
ფოტო Lamborghini Revuelto ქამელეონის ძარით მილიონ დოლარად იყიდება

Lamborghini Revuelto-ს უნიკალური ეგზემპლარი ძარის ქამელეონი ფერით გასაყიდად გამოიტანეს. ძარის ფერი ცისფრიდან იასამნისფერში გადადის და ქამელეონის ეფექტს ქმნის. სუპერქარი პერსონალიზაციის პროგრამის ფარგლებში, კერძო შეკვეთით დაამზადეს. ფასი დაახლოებით მილიონი დოლარია.   

კომპანია Lamborghini კლიენტებს პერსონალიზაციის ფართო შესაძლებლობას სთავაზობს და მისი საშუალებით მყიდველებს არა მხოლოდ სტანდარტული არამედ უნიკალური ფერების, მასალის, გაფორმების, ინტერიერისა და ექსტერიერის შერჩევა შეუძლიათ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ეგზემპლარი იყიდება ნიდერლანდებში – ეს არის Revuelto უნიკალური შეფერილობით Verde Agava, რომელიც ქამელეონის ფერშია შეღებილი.

Revuelto 6,5 ლიტრის მოცულობის V12 ძრავითაა აღჭურვილი, სამი ელექტრო ძრავა აქვს და ჯამში 1001 ცხენის ძალას ავითარებს.  სუპერქარი 100 კმ-მდე 2,5 წამში ხურდება, მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 350 კილომეტრს აჭარბებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები