Lamborghini აშშ-ში Revuelto-ს ორ სუპერ ჰიბრიდს უკან გამოიწვევს. უკან გამოწვევის კამპანიის მიზეზი გახდა აფეთქების საშიშროება გამოწვეული აწყობის დროს დაშვებული შეცდომით. ჭანჭიკების ბოლომდე არ მოჭერის გამო ტექნოლოგიური სითხე შესაძლოა გაიჟონოს და აალება გამოიწვიოს. მწარმოებელმა ერთი ასეთი ინციდენტი უკვე დააფიქსირა და შიდა გამოძიებაც ამის შემდეგ დაიწყო.
იტალიურმა ავტო მწარმოებელმა დაადგინა, რომ პოტენციური ხანძრის მიზეზი ზეთის გაგრილების სისტემაში არასრულად მოჭერილი ჭანჭიკებია. პრობლემა გამოძიების დასრულების შემდეგ გამოვლინდა.
Lamborghini-მ პოტენციური დეფექტის მქონე ავტომობილების გამოშვების თარიღები დაადგინა, საუბარი 2023 წლის 21 დეკემბრიდან 2024 წლის ივლისამდე პერიოდზე და აშშ-ს ბაზარზეა. უკან გამოწვევის კამპანიაში მოხვედრილი ავტომობილების მეპატრონეებს სერვის ცენტრებში მისვლა აუცილებლად მოუწევთ და თუკი მათ მანქანას დეფექტი დაუდასტურდება, პრობლემას უმალ მოუგვარებენ.