შანხაიში წარმოადგინეს უნიკალური Lamborghini Revuelto. Revuelto ვერსია opera Unica-ს(„უნიკალური ქმნილება“) პრემიერა გამოფენა Lamborghini Esperienza Arte-ს ფარგლებში შედგა. ღია წითელი ფერის სუპერჰიბრიდი სპეციალურად ჩინური ბაზრისთვისაა შექმნილი.
Lamborghini Revuelto-ს დებიუტი 2023 წელს შედგა და მოძრაობაში ის სისტემა HPEV-ს მოჰყავს. 6,5 ლიტრის V12 ძრავა სამ ელექტრო ძრავასთან ერთად მუშაობს და 1015 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია. 0-დან პირველ 100 კმ-ს სუპერქარი 2,5 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე საათში 350 კილომეტრია.