LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა მავნე გამონაბოლქვს ებრძვის: როდის მიაღწევენ ნულოვან მაჩვენებელს

55
20180926PHT14440-cl

ევროკავშირში მავნე გამონაბოლქვი 2030 წლისთვის 55%-ით შემცირდება.

ევროპამ ახალი მიზანი დაისახა, Co2-ის რაოდენობა ჰაერში 1990 წელთან შედარებით უნდა განახევრდეს. ეს მიზანი „ევროპის მწვანე ინიციატივის“ ერთ-ერთი ნაბიჯი გახდება, კომპლექსური მიდგომის საბოლოო შედეგი კი 2050 წლისთვის ნულოვანი გამონაბოლქვის დონის მიღწევაა.

ახალ კანონპროექტში გაწერილია ასევე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ჩამოყალიბების გეგმაც, რომელიც კლიმატის ცვლილებაზე იქნება ორიენტირებული. საბჭოში გაერთიანებული ექსპერტები ევროპულ ქვეყნებს კონსულტაციას გაუწევენ და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში დაეხმარებიან.

შეგახსენებთ, რომ ამ საკითხებზე განსაკუთრებული ყურადღება ევროპამ 2018 წლიდან გაამახვილა და მთელი რიგი კანონებიც სწორედ ამის შემდეგაა მიღებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები