LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა თვითმფრინავსა და მატარებელს ერთი ბილეთით გააერთიანებს

119
1920x1080_cmsv2_5bdb26f0-0511-52

საავიაციო ალიანსმა SkyTeam გააფორმა ხელშეკრულება კომპანია Eurostar-თან, რომელიც ევროპაში ჩქაროსნულ მატარებლებს მართავს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ თვითმფრინავიდან პირდაპირ მატარებელზე იქნება შესაძლებელი გადაჯდომა, თანაც ისე რომ ცალკე ბილეთის ყიდვა აღარ იყოს საჭირო.

გლობალური ალიანსი ჰაერს და რკინიგზას გააერთიანებს და მილიონობით ადამიანს მგზავრობას გაუმარტივებს. მგზავრები შეძლებენ გამოიყენონ მარშრუტები, რომელიც აერთიანებს შორ და ახლო რეისებს ერთი ჯავშნით.

Eurostar-ის ქსელის გაფართოება ბევრ შესაძლებლობას ქმნის დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ბელგიის, ნიდერლანდების და გერმანიის ქალაქებს შორის მოგზაურობისთვის.

უახლოეს თვეებში ორივე კომპანია ერთად იმუშავებს, რათა შექმნას ინტეგრირებული გამოცდილება მოგზაურობის, ჰაერიდან რკინიგზაზე გადასვლით. როგორც გამოცემა ვარაუდობს, პარტნიორობა 2025 წლის პირველი ნახევრიდან დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები