LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპას საერთო ევროპული მაღალსიჩქარიანი რკინიგზის ქსელის შექმნა სურს

108
Screenshot 2025-04-09 114523

ევროპის ანალიტიკურმა ცენტრმა 21st Europe გადაწყვიტა, რომ 2024 წლისთვის მაღალსიჩქარიანი რკინიგზის საერთო ევროპული გზა შექმნას. სიახლე საერთო ნაციონალური მეტროპოლიტენი იქნება და ავიაგადაზიდვებს გაუწევს კონკურენციას, წერს Euronews.

ახალი ქსელი ავტომობილთან და არსებულ რკინიგზასთან შედარებით 30%-ით უფრო სწრაფი იქნება. მატარებლების სიჩქარე საათში 300-400 კილომეტრს მიაღწევს. მაგალითად, მგზავრები შეძლებენ, რომ ჰელსინკიდან ბერლინში მხოლოდ 5 საათში მოხვდნენ, ამჟამად კი ამ გზის თითქმის მთელი დღე სჭირდება.

ერთ ქსელში ევროპული ქვეყნების 39 პუნქტი უნდა გაერთიანდეს, ასევე დაემატოს გზები დიდ ბრიტანეთამდე და თურქეთამდე. მატარებლები დიდი ქალაქების სიახლოვეს ახალ სადგურებზე გაჩერდებიან და არსებულ საქალაქო სატრანსპორტო სისტემას შეუერთდებიან.

აღსანიშნავია, რომ ევროპელებისთვის მცირე დისტანციაზე ტრანსპორტირების საყვარელი გზა ისევ თვითმფრინავია, მიუხედავად იმისა, რომ რკინიგზა 90%-ით უფრო ეკოლოგიურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები