გერმანიის პოლიცია ევრო 2016-ზე ფრანგ კოლეგებს დაეხმარება, იუწყება ksta.de. გერმანიის პოლიციის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის იან შაბაკერას თქმით, სამართალდამცველები გერმანიის ნაკრების მატჩების დროს იმუშავებენ. განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ პოლონეთთან დაპირისპირებას. მითითებულია, რომ საფეხბურთო ხულიგნების მიმართ პოლიცია ’’ნულოვანი ტოლერანტობის’’ რეჟიმს აცხადებს. მსგავსი პრაქტიკა უკვე გამოიყენეს ევრო 2012-სა და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.
პოლონელების გარდა ჯგუფურ ეტაპზე გერმანია უკრაინასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შეხვდება.