Air France ევროპაში საუკეთესო ავიაკომპანიაა. მსოფლიო რეიტინგში ფრანგული გადამზიდი მეათე ადგილს იკავებს. პლანეტის მასშტაბით საუკეთესო Qatar Airways გახდა, მეორე ადგილზეა – Singapore Airways, ხოლო მესამეა – ANA All Nippon Airways.
„აეროფლოტი“ ისევ „აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიაა”. გადამზიდი ამ წოდებას უკვე მერვედ იღებს.
პრემია World Airline Awards მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან საავიაციო ჯილდოდ ითვლება და „საავიაციო ოსკარის“ არაოფიციალური სტატუსიც აქვს.
ჯილდოს ბრიტანული საკონსულტაციო სააგენტო Skytrax ყოველწლიურად გასცემს. ექსპერტები ავიაკომპანიების სერვისის ხარისხით ინტერესდებიან. საბოლოო რეიტინგი კი მგზავრთა კმაყოფილების დონის გათვალისწინებით დგება.
კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული კრიზისის ფონზე, ონლაინ–გამოკითხვა თითქმის ორი წელი გრძელდებოდა – 2019 წლის სექტემბრიდან, 2021 წლის ივლისამდე. კვლევაში მონაწილეობა 100-მდე ქვეყნის წარმომადგენელმა ავია მგზავრმა მიიღო და მთლიანობაში 13 მილიონი გამოხმაურება დაგროვდა. გამოკითხვა ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ, იაპონურ, ჩინურ და რუსულ ენაზე იყო ხელმისაწვდომი. კვლევამ მსოფლიოში ოპერირებული 350-ზე მეტი ავიაკომპანია მოიცვა.