LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში სპორტი კაცებს უყვართ

33

ევროპელი მამაკაცები სპორტით უფრო მეტად არიან დაკავებულები, ვიდრე ქალები და შესაბამისად, სუსტი სქესის წარმომადგენლები ჭარბი წონით უფრო მეტად იტანჯებიან.
სპორტულ აქტივობას ევროკავშირში მცხოვრები მამაკაცების 38% უთმობს დროს, ქალბატონებში კი სპორტისთვის მხოლოდ 26% იცლის.
ყველაზე ნაკლებად სპორტი რუმინეთში უყვართ, ყველაზე სპორტის მოყვარეები კი ფინელები და დანიელები აღმოჩნდნენ.
რაც შეეხება ჭარბ წონას, ყველაზე ნაკლები ჭარბ წონიანი მამაკაცი ჰოლანდიასა და საფრანგეთში ცხოვრობს, ხოლო ყველაზე მეტი ხორვატიაში.
ევროკავშირში მაცხოვრებელი ქალბატონებიდან ყველაზე ნაკლებად წონა იტალიელებს აწუხებთ, ყველაზე მეტად კი მალტელებს.
მონაცემებს ევროპის სტატისტიკური სამსახური ევროსტატი The life of women and men in Europe 2017-ზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ქალებისა და მამაკაცების მახასიათებლებს ეძღვნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები