ევროპაში თითქმის ყოველი მეორე (48,3%) ახალი ავტომობილი – ჰიბრიდი ან ელექტროქარია. ასეთ მონაცემებს ევროპის სტატისტიკის სააგენტო ევროსტატი წინა წელს დარეგისტრირებული ავტომობილების მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
შესაბამისად, ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილები სულ ცოტათი უსწრებს ეკოლოგიურ ალტერნატივას – 48,8%. დანარჩენები კი საწვავის სხვა სახეობებს იყენებენ, მაგალითად წყალბადს ან ბიო საწვავს.
ევროკავშირის 9 ქვეყანაში ჰიბრიდული და ელექტრონული ახალი მსუბუქი ავტომობილების წილი უკვე 50%-ზე მეტია. ლიდერები არიან ფინეთი (78%), შვედეთი (69%) და ნიდერლანდები (68%).
ყველაზე ნაკლებად ელექტროქარებს და ჰიბრიდებს ბულგარეთში (7%), ჩეხეთში (20%) და ხორვატიაში (28%) ყიდულობენ.
შეგახსენებთ, რომ გარემოს დაბინძურების დიდი წილი სწორედ ტრანსპორტზე მოდის და მთელი ამ მოცულობის 70%-ზე პასუხისმგებელი ავტომობილია.