LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ყველაზე გვიან შვილებს იტალიაში აჩენენ – თითქმის 32 წლის ასაკში

116
ქირიას NEWS შაბლონი

ევროპაში ქალები პირველ შვილს სულ უფრო და უფრო გვიან ასაკში აჩენენ. ამის შესახებ უახლესი მონაცემები  Eurostat-მა გამოაქვეყნა.

სტატისტიკის მიხედვით, ევროკავშირში ქალები პირველ შვილს საშუალოდ დაახლოებით 30 წლის ასაკში აჩენენ, რაც დაახლოებით ერთი წლით გვიანია, ვიდრე ათი წლის წინ.

ყველაზე გვიან დედები ხდებიან იტალიაში –  საშუალოდ 31,8 წლის ასაკში. ყველაზე ადრე კი პირველ შვილს აჩენენ ბულგარეთში – დაახლოებით 26,9 წლის ასაკში.

ექსპერტების შეფასებით, ბავშვების გაჩენის გადადება არ ნიშნავს, რომ ევროპელები მშობლობაზე უარს ამბობენ. უბრალოდ, ახალგაზრდები ხშირად ჯერ ცდილობენ:

  • უმაღლესი განათლების მიღებას
  • ფინანსური სტაბილურობის მიღწევას
  • მყარი ურთიერთობის შექმნას

აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ქალები შვილებს უფრო გვიან აჩენენ, ზოგჯერ შობადობის მაჩვენებელიც უფრო მაღალია. ასეთ ქვეყნებს შორის არიან დანია, გერმანია, ირლანდია, კვიპროსი, ნიდერლანდები, პორტუგალია და შვედეთი.

კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მშობლობა გვიან იწყება, ახალგაზრდების წარმოდგენაში „იდეალური ოჯახის“ შემაგდენლობა თითქმის არ შეცვლილა – მათ კვლავ სურთ იმდენივე შვილი, რამდენიც ადრე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები