LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპელ დამსაქმებლებს თანამშრომლების ემოციების კონტროლი აუკრძალეს

107
Capture

ევროკავშირში ძალაში შევიდა ახალი წესი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა სფეროებში გამოყენებას აკრძალავს. მაგალითად, ამიერიდან დამსაქმებლები ვერ შეძლებენ თანამშრომლების ემოციებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით რომ დააკვირდნენ, ხოლო საიტებს აღარ შეეძლებათ მომხმარებლების მოტყუება, რათა მათ მეტი ფული დახარჯონ. სიახლის შესახებ HR-Brew წერს.

იკრძალება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სოციალური უზრუნველყოფის ორგანოებში და კერძო ორგანიზაციებში კლიენტების შესაფასებლად, თუკი საუბარია ისეთ მონაცემებზე რომელიც პირად საქმეს არ უკავშირდება, მაგალითად ეთნიკური წარმომავლობა. პოლიცია, გარკვეული გამონაკლისების გარდა ვერ შეძლებს გამოიყენოს იმ კამერების ჩანაწერები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტითაა აღჭურვილი. უკანონო ხდება დამსაქმებლის მიერ ხმის ამომცნობი ვებ-კამერის გამოყენება, რომელიც თანამშრომელთა ემოციების დადგენას უწყობს ხელს.

ეს ზომები – ხელოვნური ინტელექტის რეგულირების, მსოფლიოში პირველი კანონის ნაწილია და ეს კანონი ევროკავშირმა 2024 წელს მიიღო. სიახლე ძალაში 2026 წლის 2 აგვისტოდან შევა.